საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი სათამაშოების იმპორტი
შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანამ მიმდინარე წლის
იანვარ-სექტემბერში 86 ტონა სათამაშოებში $98 ათასი გადაიხადა.
იმპორტის ღირებულება 51.2%-ით, მოცულობა კი 27.1%-ით შემცირდა.
BM.GE-მ საქსტატიდან რბილი სათამაშოების უმსხვილესი იმპორტიორები
გამოითხოვა. საქსტატის მონაცემებით, 9 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით
რბილი სათამაშოები შემდეგმა ბიზნესსუბიექტებმა შემოიტანეს:
იმ გიორგი ტაბატაძე;
იმ მზია ბენიძე;
იმ ოთარ სორდია;
იმ
სტელა ლუარსაბოვა;
შპს ა.მ;
შპს ბელგია ტექსტილი;
შპს თამარი;
შპს მეგაჰანდი;
შპს სოფთ თოის;
შპს სტარ.
რაც შეეხება ქვეყნებს,რბილი სათამაშოების მთავარი საიმპორტო ბაზარი
წელს გაერთიანებული სამეფო იყო, საიდანაც საქართველომ 9 თვეში $59
ათასის 51 ტონა სათამაშო შემოიტანა, რაც იმპორტის 60%-ია.