შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებმა,
ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის
მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული რ.ბ. თბილისში დააკავეს.
მსჯავრდებული ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის ნოემბრიდან
წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ირკვევა, რომ რ.ბ.-მ პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით,
ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზარტულ
საქმიანობას - ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და
ფუნქციონირებას.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში მსგავსი საქმიანობა კანონით
აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება.
ასევე, რ.ბ.-მ ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ, მის
კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონო
მიითვისა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული,
წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.