15 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის
მოქალაქეების, როგორც მათი მართვის ქვეშ ავტომობილის ასევე, ფიზიკური
და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით
არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 442 გრამი) საიუველირო
ნაკეთობები
აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 102 138 ლარი
შეადგინა.
კანონდამრღვევი მოქალაქეების მიმართ საქმის მასალები შემდგომი
რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს
გადაეცა.