შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,
ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,ვალეს" დასაცავ
მონაკვეთზე,
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის
ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს: 1979 წელს დაბადებული გ.ც.
და თაღლითობისთვის ძებნილი, 1979 წელს დაბადებული ა.ბ.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო
გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს
მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ
გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო
საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე
ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად,
უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.