სკოლაში შესვლა შეეძლებათ ბავშვებს, რომლებიც 6 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით გახდებიან - მიქანაძე
ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის ცნობით, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლა შეეძლებათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდებათ.

"გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, უჭირთ სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება. ამიტომ ჩვენი მიზნებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს,

სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი."
- თქვა მიქანაძემ.

ცნობისთვის, აქამდე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ჰქონდა ყველას, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებოდა.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები