ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფი-ს'' საბაჟო
გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრების მიერ,
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე
კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს
საიუველირო ნაკეთობების (საერთო წონა - 386 გრამი) შემოტანის
მცდელობის 2
ფაქტი გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 83 879 ლარი
შეადგინა.
ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ მოქალაქეთა მიმართ, საქმის მასალები
შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურს გადაეცა.