2026 წელს მასწავლებლების ხელფასის ზრდა გათვალისწინებული
არ არის,
- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე
აცხადებს.
როგორც კაკაურიძემ BMG-ს განუცხადა, გასულ წელს მოხდა მასწავლებლების
ხელფასის იმგვარი ზრდა, რომელიც სამი წლის პროგნოზით იყო
გათვალისწინებული და დაახლოებით, 30-35%-იანი ზრდა შეადგინა.
„მოგეხსენებათ გასულ წელს მოხდა მასწავლებლების ხელფასის
მნიშვნელოვანი ზრდა ერთბაშად. დაახლოებით, სამი წლის ზრდის პროგნოზი
რაც იყო, ის ერთიანად მოხდა, ანუ, დაახლოებით, 30-35%-იანი ზრდა მოხდა
მასწავლებლის ხელფასის, შესაბამისად, წელს აღარ არის მასწავლებლების
ხელფასების ზრდა გათვალისწინებული, თუმცა საათობრივი გადანაწილებით
შეიძლება, ნაწილს მათგანს გაეზარდოს. ზრდა წელს გვაქვს
ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალში, პარლამენტში განხილვის დროს იყოს
ეს მოთხოვნა და 20%-იანი ზრდა გვაქვს ადმინისტრაციულ-ტექნიკური
პერსონალის ანაზღაურების ნაწილში. ვგულისხმობ მანდატურებს, ექთნებს,
დამლაგებლებს - ვინც ტექნიკური პერსონალია სკოლაში, გარდა
მასწავლებლებისა,“ - განაცხადა კაკაურიძემ.