შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის
მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი: 1979 წელს დაბადებული მ.ლ.-ს; 1995
წელს დაბადებული დ.დ.-ს და 2001 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი
ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“
ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.