საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს. უფრო
კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოქტომბრის
მონაცემებით,
შემწეობას ჯამში 708 245 ადამიანი იღებს, აქედან 461 796 პირი მხოლოდ
საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 246 449 დასაქმების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაშია, რომელთაც 4 წლის
განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად
უნარჩუნდებათ.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, რეგიონებს შორის ყველაზე მეტი საარსებო
შემწეობა თბილისში გაიცემა, თუმცა
ადგილობრივი მოსახლეობის
თანაფარდობის მიხედვით, ლიდერი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია. აქ
მცხოვრები ადამიანების ნახევარზე მეტი სოციალურად დაუცველია.
„ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატის მოსახლეობის რაოდენობრივ მაჩვენებლებზე
და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით,
გთავაზობთ ინფორმაციას, რეგიონებში საარსებო შემწეობის მიმღებთა
შესახებ.
თბილისი - საქსტატის მიმდინარე წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით,
მოსახლეობა 1 282 574 კაცს შეადგენს, აქედან საარსებო შემწეობის
მიმღებია 154 254 პირი, შესაბამისად - 12%;
გურია - მოსახლეობა 100 579 კაცი, საარსებო შემწეობის მიმღები 27 082
პირი, ანუ 27%;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - მოსახლეობა 25 720 კაცი, აქედან
საარსებო შემწეობის მიმღებია 13 231 პირი – 51%;
კახეთი - მოსახლეობა 298 504 კაცი, საარსებო შემწეობის მიმღები - 67
544 პირი, შესაბამისად, 23%;
იმერეთი - მოსახლეობა 433 314 კაცი, საარსებო შემწეობის მიმღებია 84
835 პირი, შესაბამისად, 20%;
მცხეთა-მთიანეთ - მოსახლეობა 92 681 კაცი, აქედან საარსებო შემწეობის
მიმღებია 18 709 პირი, ანუ 20%;
სამეგრელო -ზემო სვანეთი - მოსახლეობა 283 264 კაცი, აქედან საარსებო
შემწეობის მიმღებია 80 765 პირი, შესაბამისად, 29%;
სამცხე ჯავახეთი - მოსახლეობა -140 221 კაცი, აქედან საარსებო
შემწეობის მიმღები 20 491 პირი, ანუ 15%;
ქვემო ქართლი - მოსახლეობა 438 909 კაცი, საარსებო შემწეობის მიმღებია
112 625 პირი, შესაბამისად, 26%;
შიდა ქართლი - მოსახლეობა 242 046 კაცი, საარსებო შემწეობის მიმღებია
56 790 პირი, ანუ 23%;
აჭარა - მოსახლეობა - 366 694 კაცი, საარსებო შემწეობის მიმღებია 71
919 პირი, შესაბამისად, 20%.