რამდენ ლიტრ წყალს მოიხმარს დღიურად 1 ადამიანი საქართველოში
საქართველოში 1 ადამიანი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით დღიურად საშუალოდ 239 ლიტრ წყალს მოიხმარს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ასახული, 2024 წელს შინამეურნეობების მიერ წყლის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 87.2 კუბურ მეტრს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით გაზრდილია 3.4%-ით, მოცემულ საანგარიშო პერიოდში ამ დანიშნულებით წყლის წლიური გამოყენება 84.3 კუბური

მეტრი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოს სხვადასხვა დანიშნულებით ცენტრალიზებულმა წყალმომარაგების სისტემამ ჯამურად 868. 5 მილიონი კუბური მეტრი წყალი მიაწოდა, აქედან 286.6 მლნ აბონენტებისთვის იყო მიწოდებული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წყალმომარაგების სისტემაზე გასულ წელს მოსახლეობის 75.4% იყო მიერთებული, შესაბამისად, გამოდის, რომ 24.6% წყლის სისტემების გარეშეა. ამასთან, როგორც დამუშავებული ინფორმაციიდან ჩანს, სისტემაზე მიერთებული აბონენტების 54.1% დაკავშირებული იყო ჩამდინარე წყლების შემკრებ სისტემასთან, ხოლო დაახლოებით 41.2% - გამწმენდ ნაგებობებთან.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები