საქართველოს ლობიოს იმპორტი გაუძვირდა - სად ვყიდულობთ და რამდენად
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ლობიოს იმპორტი წლიურად 53%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში იმპორტირებულია 7.395 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 8 050 ტონა ლობიო, გასული წლის იანვარ-ოქტომბერში კი 4.835 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 5 618 ტონა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ლობიოს იმპორტი ძირითადად უზბეკეთიდან განხორციელდა. კერძოდ, უზბეკეთის წილი

ლობიოს იმპორტში 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 88%-ს შეადგენდა.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში ლობიოს იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან განხორციელდა:
  • უზბეკეთი - 6.531 მლნ აშშ დოლარის 7 254 ტონა;
  • კანადა - 571 ათასი აშშ დოლარის 575 ტონა;
  • თურქეთი - 122 ათასი აშშ დოლარის 49 ტონა;
  • ყირგიზეთი - 62 ათასი აშშ დოლარის 88 ტონა;
  • ნიდერლანდები - 43 ათასი აშშ დოლარის 21 ტონა.
რაც შეეხება ფასს, გასული წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ. ლობიოს იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 86 ცენტი ჯდებოდა, წელს კი ღირებულება 92 ცენტამდე გაიზარდა. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ლობიოს იმპორტი 7%-ით გაუძვირდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები