შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,
სასაზღვრო სექტორ „გუგუთის“, „სადახლოსა" და ,,ვალეს“ დასაცავ
მონაკვეთებზე, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1992 წელს დაბადებული ა.ვ.,
1997 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1977 წელს დაბადებული ქ.ო., ასევე,
საქართველოს 2 მოაქალაქე - 1976 წელს დაბადებული მ.კ. და 1993 წელს
დაბადებული კ.ლ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთისა და ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის
ფაქტზე
დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ა.ვ. და ჰ.ს. უკანონოდ,
ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის
გადაკვეთას, ბრალდებულმა ქ.ო.-მ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს
სახელმწიფო საზღვარი და სომხეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა
საქართველოში, ხოლო ბრალდებულებმა მ.კ.-მ და კ.ლ.-მ
სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის
რესპუბლიკიდან უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო
საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის
მეორე ნაწილითა და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის
მცდელობასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.