„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე,
რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო
კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზეა“ მსჯავრდებული, რუსთავის
მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 22 დეკემბერს დატოვებს.
სწორედ ამ დროს ეწურება მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ
გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მისჯილი 7-თვიანი
თავისუფლების აღკვეთა.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა
დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო
კომისიაზე
ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ
გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯაფარიძეს ბრალი სისხლის
სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“
გულისხმობს.