გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
2025 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო
ტყითსარგებლობის 259 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 223 ხე-ტყის უკანონო
მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 36 კი, სახერხი საამქროების მიერ
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების
ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,
შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ყველაზე მეტი - 92 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში, აჭარაში გამოვლენილია 57
სამართალდარღვევა, იმერეთში - 22, სამცხე-ჯავახეთში - 20, ქვემო
ქართლში - 19, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 12, მცხეთა-მთიანეთშიც - 12,
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 11, შიდა ქართლშიც - 11, გურიაში კი -
3.
ჯამში ამოღებულია 495 კუბურ მეტრზე
მეტი მოცულობის უკანონოდ
მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 2 ერთეული
არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, 2025 წლის 11 თვეში
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო
ტყითსარგებლობის 1653 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 57 უკანონო
სახერხი საამქრო.