საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის,
აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი
დააკავეს.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ამოღებულია ჯამში 93 000 კოლოფი Marlboro-ს, PARLIAMENT-ის,
SOBRANIE-ს და Winston-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის
საერთო ღირებულება 750 000 ლარს აღემატება.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მე-200 მუხლის მესამე
ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე.
საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ
სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათზე სამართლებრივი
რეაგირების უზრუნველსაყოფად.