შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე -
1994 წელს დაბადებული ო.კ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის
ბრალდებით დაკავებულის პირადი
ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება
“კლეფედრონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.