შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად,
უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური
ღონისძიებების შედეგად,
ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ირანის, თურქეთის, თურქმენეთის,
ჩინეთის, კუბის, ნიგერიის, ეგვიპტის, ლიბანის, კამერუნის და
პაკისტანის- ჯამში 26 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში
შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.