ნოემბერში გამოვლენილი 70 ფაქტი — უკანონო ხე-ტყის მოპოვება თითქმის ყველა რეგიონში
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში სამართალდარღვევის 70 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 66 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 147 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 13 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 - სამცხე-ჯავახეთის, 5

- რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 12 - ქვემო ქართლის, 12 - კახეთის, მცხეთა-მთიანეთის - 2, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 7, ხოლო 13 შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ასევე, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი - გურიის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის იანვრის თვიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 60 ფაქტი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები