შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით,
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული ა.თ. ცხელ
კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში,
ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობებს: თურქეთის რესპუბლიკის
მოქალაქეებს: 1988 წელს დაბადებულ მ.ვ.- ს და 1981 წელს დაბადებულ
ფ.ო.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში
დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში
მოათავსეს.
პოლიციამ ა.თ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.