შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით
უკრაინის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი,
ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით
დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული 50 შეკვრა „მეთადონის“
შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ამოიღეს, როგორც
ნივთმტკიცება.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში
პოლიციამ ასევე ამოიღო ფული,
რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან იყო
მიღებული.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და
260-ე კვარტა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.