ქვეყნების მიხედვით, სუპერმარკეტებში კვერცხი (სტანდარტული 12-ცალიანი
შეფუთვა) ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და 7.67 დოლარი ღირს, ყველაზე
იაფი კი ინდოეთშია, სადაც 12 ცალის ყიდვა სულ რაღაც 92 ცენტადაა
შესაძლებელი.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, Numbeo-ს რეიტინგიდან
ირკვევა, რომ ჩვენთან კვერცხი ყველაზე ძვირია. კერძოდ, 101 ქვეყანას
შორის საქართველოს 62-ე ადგილი ერგო. მონაცემების მიხედვით,
12-ცალიანი შეფუთვის ფასი აქ საშუალოდ 2.43
დოლარს შეადგენს.
საქართველოს რეიტინგში მოსდევს თურქეთი, სადაც კვერცხის საშუალო ფასი
2.14 დოლარია (70-ე ადგილი). შემდეგია რუსეთი, რომელმაც რეიტინგში
1.71 დოლარით 84-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე იაფი კი სამეზობლოში
კვერცხი აზერბაიჯანში ღირს. უფრო კონკრეტულად, 12-ცალიანი შეფუთვის
ღირებულება აქ 1.5 დოლარს შეადგენს, რითაც აზერბაიჯანი 94-ე ადგილზეა.
(აღსანიშნავია, რომ ამჯერად სომხეთი რეიტინგში ვერ მოხვდა.)
Numbeo-ს თანახმად, კვერცხი ყველაზე ძვირი შემდეგ ხუთ ქვეყანაში
ღირს:
- შვეიცარია - 7.67 დოლარი;
- ახალი ზელანდია - 6.29 დოლარი;
- პუერტო-რიკო - 5.49 დოლარი;
- დანია - 5.09 დოლარი;
- ნიდერლანდები - 4.99 დოლარი.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც კვერცხი ფასი ყველაზე
დაბალია, ხუთეული ასე გამოყურება:
- ინდოეთი - 0.92 დოლარი;
- ირანი - 1.10 დოლარი;
- ბანგლადეში - 1.17 დოლარი;
- პაკისტანი - 1.19 დოლარი;
- ლიბია - 1.33 დოლარი