გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის
რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის
ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი
გამოავლინეს.
სოფელ ნაფარეულის
მიმდებარედ, მდინარე ლოპოტაზე მოქალაქე უკანონო
თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს
მოპოვებული ჰქონდა ხრამულის სახეობის 4კგ თევზი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში
გადაიგზავნა.