მარნეულის მოსართავად 185 600 ლარი დაიხარჯება.
ქალაქ მარნეულში ქუჩების მორთვისათვის საჭირო, არსებული საახალწლო
მორთულობების შემოწმება-აღდგენა და ილუმინაციების მოწყობის 210 600
ლარის ღირებულების ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო.
ქალაქის განათებაზე მუშაობა სურდა “შპს ჯეო სტრიმი”-ს, ლაშა
კვარაცხელიას და შპს” ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენს”. ტენდერში ყველაზე
დაბალი ფასის შემთავაზებელმა კომპანიამ , ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენმა
გაიმარჯვა, რომელთანაც მერიამ ხელშეკრულება
უკვე გააფომრა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქალაქში მოირთვება შადრევანი,
მაღალაშვილის ხიდი, მერიის შენობა და მიმდებარე ტერიტორია, რუსთველის
ქუჩა არხიდან სამედ ვურღუნის მოედნამდე, კულტურის სახლი და მისი
მიმდებარე ტერიტორია, ასევე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
ყვლაზე მეტი თანხა, 35 000 ლარი დაიხარჯება 700 მეტრიან ფარდა
განათებაზე, რომლითაც რუსთაველის ქუჩა განათდება.
33 000 ლარი ჯდება ნაძვის ხის მორთვა. აღნიშნულ თანხახაში შედის:
- არსებული 15 მეტრიანი კონუსური ნაძვის ხის აწყობა - 9 000
ლრი
- ნაძვის ხეზე არსებული 1200 მეტრი სტრინგის დახვევა - 9
000 ლარი
- 1 ცალი ნაძვის ხისთვის 3დ ვარსკვლავის დამზადება - 2 000
ლარი
- ნაძვის ხისთვის 40 ცალი ოქროსფერი დიბონდის კონსტრუქციის
დამზადება მანათობელი სტრინგი - 13 000 ლარი.
- 15 000 ლარად მოირთვება და განათდება დურმიშხან
მაღალაშვილის ხიდი.
შადრევნის მორთვა დაჯდება 8000 ლარი, რისთაველის ქუჩა იუსტიციის
სახლიდან ხიდამდე 10 500, მერიის შენობა და მიმდებარე ტერიტორია, 20
000 ლარი, კულტურის სახლი და მისი მიმდებარე ტერიტორია 6 000,
რუსთაველის ქუჩის მორთვა დურმიშხან მაღალაშვილის ხიდიდან შავ არხამდე
17500 ლარი, ხოლო კიდევაც დაიზრდებიან სკვერი და მის მიმდებარედ
არსებული არკა 10 000 ლარი.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2026 წლის აღსანიშნავად სამი
სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა. მათ შორის ქალაქის მორთვაზე,
საშობაო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე და შეჭირვებული
ოჯახებისათვის საახალწლო ნობათის გადაცემაზე. საშობაო-საახალწლო
ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ორგანიზაბისათვის თვითმმართველობა 76
400 ლარს დახარჯავს, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საკვები
პროდუქტების შესაძენად 60 555 ლარს.
გარეკანის მთავარი ფოტო: მერია