კოლუმბიაში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ხევში
გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, -
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში
აცხადებენ, რომ ავტობუსი სკოლის ექსკურსიის
შემდეგ კარიბის ზღვის ქალაქ ტოლუდან მედელინში მიემგზავრებოდა და მას
ანტიოკენიოს რეგიონის სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა.
მოსწავლეები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ.