ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე
მამაკაცი გარდაიცვალა. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ელექტროგაყვანილობის
სამუშაოებს ასრულებდა.
შემთხვევის
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების
ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება
სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.