შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3
პირი დააკავეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები 1977 წელს დაბადებული ე.ქ. 1982 წელს
დაბადებული მ.უ. და 1975 წელს დაბადებულ ს.ქ. საქართველო-თურქეთის
სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ გამოვლენილი ორგანიზებული ჯგუფის წევრები,
სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავის მეშვეობით,
დიდი ოდენობის თანხის
სანაცვლოდ, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“
გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მოქალაქის
უკანონოდ გადაყვანას ცდილობდნენ.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების
საფუძველზე, ბრალდებულებისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის
მომზადებისთვის ფულადი თანხის გადაცემის საკონტროლო შესყიდვა და
აღნიშნული ფაქტის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად,
საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული თანხა ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-25-344-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.