შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და
საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ისრაელის მოქალაქე - 1999 წელს
დაბადებული მ.მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულების
ბარგის შემოწმების შედეგად, 8 აბი და აბის ნატეხი
ნარკოტიკული
საშუალება ,,ამფეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.