შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საბაჟო
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით - 1964 წელს
დაბადებული ნ.დ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის
ხელბარგის შემოწმებისას,
420 აბი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.