შსს: კახეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
19:30 / 10.01.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით,
წარსულში ნასამართლევი - 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ყვარლის მუნიციპალიტეტში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო
დაზიანება მიაყენა 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
ბრალდებული
ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში
დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.