შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი, წარსულში
სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი - 1979 წელს დაბადებული ზ.ჭ.
თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილმა პირმა არ შეასრულა ერთ-ერთ
კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და
კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაასხვისა.
ზ.ჭ. -
ს მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სალიზინგო
კომპანიას 13 000 ლარზე მეტი ზარალი მიადგა.
მსჯავრდებული ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025
წლის 11 დეკემბრიდან იძებნებოდა.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.