შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა,
ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ
მონაკვეთზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე - 1973 წელს დაბადებული ა.თ.,
1976 წელს დაბადებული ნ.რ. და 1992 წელს დაბადებული მ.ლ. საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი
პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის
მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს
სახელმწიფო
საზღვრის გადაკვეთას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის
მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.