შინაური ცხოველების ჯანმრთელობის შემოწმებისას 28 სამართალდარღვევა გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ვეტერინარულ ობიექტებს ამოწმებს.

შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ქვეყნის მასშტაბით ვეტერინარულ კლინიკებს, ვეტერინარულ აფთიაქებსა და ზოომაღაზიებს ამოწმებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს ინსპექტორებმა 700-მდე ვეტერინარულ კლინიკაში, მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების გამომყენებელ კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში 1000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. შემოწმებების შედეგად 28 სამართალდარღვევა

გამოვლინდა.

ვეტერინარული კლინიკების, აფთიაქებისა და ზოომაღაზიების კონტროლი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1501. სააგენტოს განცხადებით, არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დარჩება.








Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები