შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს
და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი
ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1988 წელს
დაბადებული ა.ჩ. დააკავეს.
დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, სხვადასხვა კატეგორიის
დანაშაულისთვის,
მათ შორის მუქარის, შეურაცხყოფის და მცირე რაოდენობით
საბრძოლო მასალის შეძენა -შენახვის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ა.ჩ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ბათუმში დააკავეს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.