ხახვის იმპორტი 25%-ით გაიზარდა - სად და რამდენად ვყიდულობთ
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ხახვის იმპორტი რაოდენობის კუთხით წლიურად 25%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო დეტალურად, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 9.978 მლნ დოლარის ღირებულების 41 612 ტონა ხახვი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 8.413 მლნ დოლარის ღირებულების 33 145 ტონა ხახვის იმპორტი განხორციელდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ ხახვის იმპორტი გაიაფდა. კერძოდ,

2024 წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ. ხახვის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 25 ცენტის ფარგლებში იყო, 2025 წლის 11-თვეში კი საშუალო ფასი 24 ცენტს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხახვის იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან განხორციელდა.

უფრო კონკრეტულად, 5 ძირითადი სავაჭრო ბაზარი 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ასე გამოიყურებოდა:
  • აზერბაიჯანი - 3.924 მლნ დოლარის ღირებულების 16 223 ტონა;
  • თურქეთი - 3.161 მლნ დოლარის ღირებულების 13 226 ტონა;
  • უზბეკეთი - 1.574 მლნ დოლარის ღირებულების 6 770 ტონა;
  • ყაზახეთი - 902 ათასი დოლარის ღირებულების 3 862 ტონა;
  • რუსეთი - 184 ათასი დოლარის ღირებულების 792 ტონა.
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები