მსოფლიოში, დაკავებული პოლიტიკური თანამდებობისთვის ყველაზე მაღალი
ხელფასი სინგაპურის პრემიერს აქვს
და წელიწადში 1.61 მლნ დოლარს აჭარბებს - ამის შესახებ ვკითხულობთ
PoliticalSalaries მსოფლიო ლიდერების ხელფასების 2026 წლის
რეიტინგში.
განახლებული მონაცემებით ათეულში მოხვდნენ ჰონგ-კონგის, შვეიცარიის,
აშშ-ის, ავსტრალიის, გერმანიის, ავსტრიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის
და კანადის უმაღლესი თანამდებობის პირებიც.
უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე
მაღალანაზღაურებადი პოლიტიკური ლიდერების ათეული და მათი
ყოველწლიური
ხელფასი ასეთია:
- სინგაპურის პრემიერი - 1.61 მილიონი
დოლარი;
- ჰონგ-კონგის მთავარი აღმასრულებელი - 568 400
დოლარი;
- შვეიცარიის პრემიერი - 495 000 დოლარი;
- აშშ-ის პრეზიდენტი - 400 000 დოლარი;
- ავსტრალიის პრემიერი - 392 811 დოლარი;
- გერმანიის კანცლერი - 369 727 დოლარი;
- ავსტრიის კანცლერი - 338 094 დოლარი;
- ახალი ზელანდიის პრემიერი - 325 546
დოლარი;
- იაპონიის პრემიერი - 316 521 დოლარი;
- კანადის პრემიერი - 279 000 დოლარი.
რაც შეეხება საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს, ამ მონაცემების
მიხედვით, ყველაზე დაბალი ხელფასი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს
აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი თურქეთის პრეზიდენტს.
კერძოდ, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების
წლიური ხელფასი ასეთია:
- თურქეთის პრეზიდენტი - 197 400 დოლარი;
- რუსეთის პრემიერი - 105 000 დოლარი;
- საქართველოს პრემიერი - 90 890 დოლარი;
- სომხეთის პრემიერი - 29 720 დოლარი;
- აზერბაიჯანის პრემიერი - 16 984 დოლარი.