საქართველოში შინაური ფრინველის ხორცის (ახალი ან გაყინული) იმპორტი
რეკორდულად მაჩვენებელზეა.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან
ირკვევა.
უფრო კონკრეტულად, 2025 წელს საქართველომ 122. 5 მლნ აშშ დოლარის
ღირებულების 82.289 ტონა პროდუქტი იყიდა, რაც ბოლო 17 წლის
განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (საგარეო ვაჭრობის
პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან ქვეყნდება).
საქსტატის თანახმად, 2024 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან
შედარებით, იმპორტი 12.5%-ით
არის გაზრდილი. კერძოდ, 2024 წელს
ქვეყანაში 108.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 72.420 ტონა შინაური
ფრინველის ხორცი შემოვიდა.
ამ მაჩვენებლებიდან გამოდის, რომ გასული 2 წლის განმავლობაში, 1 კგ
ქათმის ხორცის საშუალო საიმპორტო ფასი (გადასახადების გარეშე) 1.5 აშშ
დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით,
2025 წელს აღნიშნული პროდუქტი ყველაზე დიდი მოცულობით ჩინეთში
ვიყიდეთ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც საქართველომ 2025 წელს
ყველაზე დიდი რაოდენობით ქათმის ხორცი იყიდა:
- ჩინეთი - 41.314 მლნ აშშ დოლარის 24 569
ტონა;
- უკრაინა - 15 816 მლნ აშშ დოლარის 9 042
ტონა;
- ბრაზილია - 14 554 მლნ აშშ დოლარის 10 819
ტონა;
- თურქეთი - 14 283 მლნ აშშ დოლარის 9 602
ტონა;
- აშშ - 14. 016 მლნ აშშ დოლარის 11 986
ტონა;