ბოლო 24 საათში, 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი დააკავეს. ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის" ნარკორელიზატორი.

უწყების ცნობით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების

უკანონო რეალიზაციისგან მიღებული თანხა.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, ალფა პვპ, ბუპრენორფინი, მეთადონი, მორფინი, მდმა და გამომშრალი მარიხუანა - ნივთმტკიცებად ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".
- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, 2025 წლის ბოლო 7 თვის გამავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულისთვის, საქართველოს მასშტაბით, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2 000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები