შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და
საქართველოში შემოტანის ბრალდებით ირანის მოქალაქე, 1981 წელს
დაბადებული ა.რ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის
პირადი და ხელბარგის შემოწმებისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალება, „მეთადონის“ შემცველი
30 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.