შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან 87 არალეგალი მიგრანტი
გააძევა.
უწყების ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა, სამინისტროს სხვა
დანაყოფებთან კოორდინაციით, ღონისძიებები ბოლო დღეების განმავლობაში
ჩაატარა.
გაძევებულთა შორის არიან:
თურქეთის, ჩინეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის,
ირანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, რუსეთის, ყაზახეთის,
იორდანიის, ბანგლადეშის, ტაილანდის, ისრაელის, ლიბანის, სამხრეთ
აფრიკის, სუდანისა და სირიის მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დეპორტირებულ პირებს
საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა დაუწესდათ.