ახალი ამბები
უნივერსიტეტების გაერთიანება: რექტორის შეხვედრა და
პროტესტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით
გურგენიძე განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა. 4-საათიანი
შეხვედრის შემდეგ რექტორმა განაცხადა, რომ აკადემიურმა საბჭომ
სამინისტროს საკუთარი ხედვები წარუდგინა, კვირის ბოლოს კი მინისტრ
გივი მიქანაძესთან შეხვედრა იგეგმება. პარალელურად, სტუდენტებისა და
ლექტორების ნაწილი გაერთიანების გადაწყვეტილებას აქციებით
აპროტესტებს.
სკოლებში ფორმები სავალდებულო ხდება, სწავლა კი - 12
წლიანი პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს, რომლის
მიხედვითაც ზოგადი განათლება 11-ის ნაცვლად, მინიმუმ 12-წლიანი
გახდება. ასევე, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმების ტარება
სავალდებულო ხდება, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. წიგნების
გრიფირების წესი უქმდება და სახელმძღვანელოებს სამინისტრო
დაბეჭდავს.
„რუსთავის აზოტის“ გაფიცვა გრძელდება - გაჩერებულია
ჟანგბადის საამქრო მეექვსე დღეა „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები
ხელფასის 300 ლარით მატებას ითხოვენ. მენეჯმენტი მათ სასამართლო
დავებით ემუქრება. გაჩერებულია საწარმო, მათ შორის ჟანგბადის საამქრო,
რაც თანამშრომლების თქმით, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა და არა
გაფიცვის შედეგი.
ბიზნესს პოლიტიკური აქტივობისთვის შესაძლოა
პატიმრობა დაემუქროს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის
ინიციატივით, ბიზნესი, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, შესაძლოა
სისხლის სამართლის
წესით დაისაჯოს. ინიციატივის მიხედვით, პირველ
ჯერზე იურიდიული პირი დაჯარიმდება (20-40 ათასი ლარით), განმეორების
შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.
ევროსაბჭოს განგაში „გრანტების კანონზე“ ევროპის
საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ საქართველოში
„გრანტების კანონის“ გამკაცრების გამო განგაშის სიგნალი ჩართო.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები მედიისა და
სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას კრიმინალიზებას უკეთებს და
მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს განხილვა ვენეციის კომისიის
დასკვნამდე.