შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
საზღვრის მართვისა და კოორდინირების
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის
ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დ.რ.
დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო
აეროპორტში
დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.