სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა რუსთავსა და გარდაბანში
რძის პროდუქტების მწარმოებელი ოთხი
არალეგალური ობიექტი დახურეს.
მონიტორინგის შედეგად დარღვევები შემდეგ ობიექტებზე გამოვლინდა:
რუსთავი (მშენებელთა ქუჩის მიმდებარედ): ინდმეწარმე
გ.ბ. საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და
სავალდებულო აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ადგილზე დაფიქსირდა
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და კრიტიკული
შეუსაბამობები.
გარდაბანი (სოფელი თელეთი): შპს „Cheese line“-სა და
ორი ინდმეწარმის (ა.ს. და ზ.მ.)
საწარმოებში ნედლი რძის თერმული
გადამუშავება სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ხდებოდა.
კანონდარღვევების გამო ოთხივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საწარმოო
პროცესი კი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, დროულად მიმართონ
სააგენტოს აღიარების მოსაპოვებლად.