რკინიგზამ სამგზავრო შემადგენლობების მოდერნიზაცია დაიწყო
საქართველოს რკინიგზამ მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზების პროცესი დაიწყო - ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამჟამად რემონტი ორ სამგზავრო მატარებელს უტარდება და ისინი ზაფხულის სეზონიდან დაიწყებენ მგზავრების მომსახურებას.

ვაგონების მოდერნიზების სამუშაოებს თავად საქართველოს რკინიგზა აწარმოებს. მიმდინარე პროცესი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ დაათვალიერა. მისი თქმით, იდენტიფიცირებულია ყველა ტექნიკური პრობლემა, რაც სამგზავრო მატარებლების მიმართულებით იყო და დაწყებულია აქტიური მუშაობა

სამგზავრო მატარებლების განახლებისა და მოდერნიზებისთვის.

ორი მოძრავი შემადგენლობის განახლების შემდეგ, რკინიგზა კიდევ სამი სამგზავრო მატარებლის გარემონტებას დაიწყებს. აღნიშნული მატარებლები ამჟამად სხვადასხვა მიმართულებებს ემსახურებიან, თუმცა არა თბილისი-ბათუმის რეისს, რომელზეც STADLER-ის მატარებლები მოძრაობენ.

წყარო: BusinessMedia

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები