აბუ-დაბიში მიღწეულია შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის შესახებ
უკრაინა და რუსეთი ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ აბუ-დაბიში აშშ-ის მონაწილეობით მოლაპარაკების შედეგად.

ინფორმაცია, რომ მხარეები 314 ტყვეს გაცვლიან დღეს, 5 თებერვალს სოციალური ქსელებით გაავრცელა ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა.

მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ეს იქნება ტყვეთა პირველი გაცვლა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. უიტკოფის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ წინაა, მსგავსი ნაბიჯები აჩვენებს, რომ მუდმივ დიპლომატიურ ურთიერთქმედებას საგრძნობი შედეგები მოაქვს და წინ სწევს უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევას.

უიტკოფის თანახმად, შედეგი მიღწეულია დეტალური და პროდუქტიული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად, განხილვები გაგრძელდება და უახლოეს კვირებში დამატებითი პროგრესია მოსალოდნელი.
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა პირველი სამმხრივი შეხვედრა 23-24 იანვარს გაიმართა.

მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს გაგრძელდა.

ტყვეთა გაცვლა 4 თებერვალს, აბუ-დაბიში განახლებული მოლაპარაკების პირველი დღის შეჯამებისას არ გამორიცხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინა და რუსეთის ერთმანეთისთვის სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გადაცემაზე ჯერ

კიდევ 2025 წლის მაის-ივლისში სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ.

სამხედრო ტყვეთა ბოლო გაცვლა (185-185) 2025 წლის 2 ოქტომბერს შედგა.


წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები