შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988
წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცივი
იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 2000 წელს
დაბადებულ მ.გ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე
გარდაიცვალა.
ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
სამართალდამცველებმა ფ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დანაშაულის
ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, რაც 20 წლამდე ან
უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.