თბილისში ნარკოტიკებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული დ.ყ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში, ქვეითად გადაადგილების დროს, გადაამოწმეს და შეაჩერეს. პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს 30 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული

ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია საბრძოლო ვაზნები.



გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები