ქვემო ქართლში მოსახლეობის 10.3%-ი პენსიონერია
საქართველოს მოსახლეობის 24% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემი, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ქვეყანაში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 888.5 ათასი ადამიანი შეადგინა. ამავე საქსტატის მონაცემებით, საქართველოში სულ 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს.

„2025 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 888.5 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.4 პროცენტი ქალია, ხოლო 29.6 პროცენტი - კაცი. პენსიის მიმღებთა 30.7 პროცენტი თბილისშია, 15.5 პროცენტი

- იმერეთში, 10.3 პროცენტი - ქვემო ქართლში, 10.2 პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 8.5 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში24.8 პროცენტია“,
- აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

ამასთან, საქსტატის ცნობით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 187.8 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.8 პროცენტი ქალია, ხოლო 67.2 პროცენტი - კაცი. სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლების 69.5 პროცენტი შეზღუდული შესაძლებლობაა, 17.5 პროცენტი - ომის მონაწილე, 10.9 პროცენტი - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი, ხოლო 2.1 პროცენტი - სხვა. ამასთან, სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების რიცხოვნობა 134.7 ათასი იყო.
სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.6 პროცენტი თბილისშია, 15.6 პროცენტი იმერეთში, 12.6პროცენტი აჭარის არ-ში, 9.3 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 34.9 პროცენტია.

„2025 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 397.1 ათასი შეადგინა. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 129.5 ათასი იყო, ხოლო საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი - 54.8 ათასი.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 79.6 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 33.5 ათასი“, -
წერია საქსტატის ანგარიშში.

წყარო: BPN


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები