შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის
ბრალდებით ორი პირი: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში
ნასამართლევი, 1954 წელს დაბადებული ს.მ. სხვადასხვა დროს
დააკავეს.
სამართალდამცველებმა წალკის მუნიციპალიტეტში დ.მ.-ს პირადი,
ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი
ოდენობით - 760 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“, ხოლო ს.მ.-ს
საცხოვრებელი სახლის და
დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად
ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი და 26 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით
დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მე-3 მუხლის
„ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.