სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს: 1974 წელს დაბადებული კ.ჭ., 1988 წელს დაბადებული გ.ქ. და 1993 წელს დაბადებული ი.ქ.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ერთ-ერთი ბრალდებული კ.ჭ. გ.ქ.-ს და ი.ქ.-სთან ერთად, 2004 წელს დაბადებული შ.ჭ.-ს მიმართ ძალადობას ორგანიზებდა. გასული წლის 31 დეკემბერს მომხდარი

დაპირისპირების დროს შ.ჭ.-მ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაშავება მიაყენა გ.ქ.-ს და კ.ჭ.-ს.

პოლიციამ 2004 წელს დაბადებული შ.ჭ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. შემდგომი საგამოძიებო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა.

მტკიცებულებებით დადგინდა კ.ჭ., გ.ქ. და ი.ქ.-ს ბრალეულობა, და ისინი თბილისში, ბათუმსა და ხობში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები