აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დღეს აზერბაიჯანში ჩავა. მედიის
ინფორმაციით,
ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ჯეი დი
ვენსი აზერბაიჯანს 10-11 თებერვალს ეწვევა.
ვიცე-პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანში ჩავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის
მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ჯეიკობ ჰელბერგი.
ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი სომხეთში იმყოფება, სადაც ის გუშინ ჩავიდა
და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
გუშინ აშშ-მა და
სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების
შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელსაც ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ
ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.